გვარდიოლა: "ფაბრეგასი გუნდს კარგად შეეწყო"

გვარდიოლა: "ფაბრეგასი გუნდს კარგად შეეწყო"

 კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, ესპანეთის მეორე ტურში "ვილიარეალთან" გამართული შეხვედრის (5–0) შემდეგ, მცირე კომენტარი გააკეთა.

 

"ამ ფეხბურთელებმა იციან, თუ როგორ ითამაშონ ფეხბურთი. აუცილებელი არაა ბევრი რამის თქმა, ეს ის შემთხვევაა, როცა ფაქტები ყველაფერზე მეტყველებენ. მე მათ უბრალოდ რჩევებს ვაძლევ, თუ როგორ იმოქმედონ ამა თუ იმ სიტუაციაში. ხოლო, რაც შეეხება თამაშის სტილს, ჩვენს გუნდში იმათი ადგილი არაა, ვისაც სირბილი ეზარება, ან თანაგუნდელისთვის პასის მიცემა არ უნდა".

 

"ფაბრეგასმა ადაპტაცია სწრაფად გაიარა. მან ძალიან კარგად იცის "ბარსას" სათამაშო სისტემა, იცნობს ჩვენს ბევრ მოთამაშეს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იგი ისეთი გუნდის კაპიტანი იყო, როგორიც "არსენალია"." – ციტირებს "ბარსას" ოფიციალური ტვიტერის გვერდი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.