პედრო: ''ალექსისი ''ბარსას'' ერთერთი გასაღებია"
"ბარსელონას" თავდამსხმელმა პედრო როდრიგესმა ინტრევიუ მისცა ჟურნალიტებს.
ესპანეთის ნაკრებში ''ბარსას'' ცხრა ფეხბურთელია. როგორ ახსნით ამას?
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის. ''ბარსას'' მთავარი კოზირი შუა ხაზია. სწორედ ეს სჭირდება ესპანეთს. იმედი მაქვს, ესპანეთის რიგებში კიდევ ბევრი ''ბარსას'' მოთამაშე მოხვდება.
ახლახან მონტოია გამოიძახეს ნაკრებში. როგორი იყო თქვენი რეაქცია?
რა თქმა უნდა მივულოცეთ. ფეხბურთელისთვის ნაკრებში თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს. წარმატებებს ვუსურვებთ მონტოიას ,როგორც ნაკრებში, ისე გუნდშიც.
მოდით შევეხოთ ესპანეთი - ჩილეს შეხვედრას. რა მოხდა პიველ ნახევარში?
მათ ძალიან კარგი წინააღმდეგობა გაგვიწიეს. ბურთი პირველ ნახევარში სულ მათ ჰქონდათ. ამ აქტიურობას მოჰყვა ჩვენს კარში გატანილი ორი გოლიც.
მეორე ნახევარში თქვენ, სესკი და ანდრესი გამოჩნით...
დიახ. ჩვენმა მოედანზე გამოსვლამ სულ მთლად შეცვალა თამაშის სურათი. მეორე ნახევრის დასაწყისშიევ ჩვენს ამ აქტიურობას მოჰყვა, ანდრესის უმშვენიერესი გოლი. ასევე სესკმაც გამოიჩინა თავი და მის აქტიურობასაც მოჰყვა ჩილეს კარში გატანილი მეორე გოლიც. ხოლო, რაც მოხდა თამაშის ბოლოს, ეს ჩვენი შანსი იყო და უნდა გამოგვეყენებინა. ასე რომ სეკმა არ დააყოვნა და ძალიან ჩინებულად შეასრულა ეს პენალტი და დააფიქსირა საბოლოო ანგარიში.
თამაშის ბოლოს ძალზე არასასიამოვნო ფაქტი მოხდა?
დიახ. ყველაფერი წამებში მოხდა. ანდრესი პროვოკაციას წამოეგო. იგი არ გახლავთ მოჩხუბარი ფეხბურთელი. ის გუნდში ძალიან დიდი სიმშვიდით გამოირჩევა.
ორი სიტყით გვითხარით თქვენი აზრი მოურინიოზე? რატომ შეეხო ის ტიტოს?
არ ვიცი. ასეთ რამეს აღარავინ აღარ აკეთებს და მითუმეტეს მოედანზე. ჩემი აზრით, ის სამართლიანად დაისაჯა.
როგორ მიიღეთ ალექსისი გუნდში?
ძალიან თბილად. ის ნიჭიერი ფეხბურთელია და ჩემი აზრით, ის თავის სიტყვას იტყვის გუნდში. მას კიდევ ყველაფერი წინ აქვს. ის ''ბარსას'' თამაშის კიდევ ერთი გასაღებია.
რაც შეეხება სესკს?
მან ძალიან კარგად დაიწყო სეზონი და რა თქმა უნდა კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი გუნდში. ყველაფერს დრო გვიჩვენებს. დაველოდოთ,
სეზონს ყველა გრანდი კარგად იწყებს. რას ფიქრობთ ''ბარსა'' ''რეალის'' მატჩზე?
მათთან თამაში ყოველთვის რთულია. მე წინასწარ ვერაფერს ვერ გეყვით. ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ''ბარსა'' ყველაფერს გააკეთებს ''რეალის'' დასამარცხებლად.
ოდესმე გითამაშაით 3-4-3-ით?
არა, მაგრამ ახლა ასე იყო საჭირო. ჩევნ ბევრი ფეხბურთელი გვაკლია დაცვაში. სწორედ ამან გამოიწვია ასეთი ტაქტიკით თამაში და შედეგიც გამოიღო.
გვარდიოლა კიდევ გამოიყენებს ამ ტაქტიკას?
ეს ყველაფერი ფეხბურთელებზე არის დამოკიდებულები. იმედია ისინი მალე დაუბრუნდებიან გუნდს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]