სანჩესის გოლის რეკორდი
"ბარსა" რომ პასების "ტიკი-ტაკა" მეთოდზეა აწყობილი, ყველამ კარგად იცის. ფეხბურთელები ნელ-ნელა უახლოვდებიან მეტოქის საჯარიმოს და აკეთებენ უამრავ პასს. "ბარსას" მიერ გატანილი თითქმის ყველა გოლი სწორედ ამ უამრავი გადაცემის შედეგად გადის, თუმცა ალექსის სანჩესის მიერ "ვილიარეალის" კარში გატანილ გოლს წინ პასების რეკორდული რაოდენობა უძღვოდა. ფეხბურთელებმა კოლექტიურად არც მეტი, არც ნაკლები 28 პასი გააკეთეს, რასაც ახალწვეული ჩილელის პირველი გოლი მოჰყვა გუნდის შემადგენლობაში. ეს იყო გადაცემების ყველაზე გრძელი მაჩვენებელი, რაც კი გუნდს ლა ლიგაში ჰქონია, 2006-2007 წლების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესმა "ბარსას" შემადგენლობაში თავისი სადებიუტო გოლი ლა ლიგის მეორე ტურის გათამაშებაში, "ვილიარეალის" კარში გაიტანა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]