მესი:"მე აქ ბედნიერი ვარ"
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ პრესასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი არ აპირებს არსად გადასვლას, რადგან თავს "ბლაუგრანაში" ძალიან კარგად გრძნობს.
"მე არსად წასვლას არ ვაპირებ, რადგან თავს ბარსელონაში კარგად ვგრძნობ. მიხარია, როცა გამოვდივარ მოედანზე გულშემატკივრის წინაშე, მაგრამ ერთხელ შეიძლება მოვიდეს დრო, როცა ისევ არგენტინაში დაბრუნება მომინდება".
"ჩემი თამაშის სტილი არ იცვლება. როგორც ბავშვობაში ვთამაშობდი, ისე ვარ ახლაც. მყავს მეგობრები, რომლებიც ჩემთან ერთად ადრე თამაშობდნენ. ახლა კი, როცა მხედავენ ტელევიზორში, ამბობენ, რომ ზუსტად იმავენაირად ვთამაშობ".
"არსად წასვლას არ ვაპირებ. ბარსელონაში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მე ეს გუნდი არასდროს დამავიწყდება, რაც არ უნდა მოხდეს!".
წყარო: Barca.ru
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]