კაპიტანი გუნდს დაუბრუნდა!

კაპიტანი გუნდს დაუბრუნდა!

 


 გუნდს კარლეს პუიოლი დაუბრუნდა და ის 13 სექტებმერს ''მილანის'' წინააღმდეგ ითამაშებს. ეს ინფორმაცია SporT.es-მა გაავრცელა. ფეხბურთელს აქამდე მარცხენა ფეხი აწუხებდა. მედიკოსების თქმით იგი მთლიანად მომჯობინდა და ახლა უკვე ჩვეულებრივად გააგრძელებს ვარჯიშს. კარლესს ბევრი მატჩი გაუცდა როგორც წინა სეზონში, ისე წლევანდელშიც. წელს მას არცერთ ''კლასიკოში'' არ მიუღია მონაწილეობა. უკვე დროა, რომ იგი დაუბრუნდეს გუნდს. ''ბარსას 5-თმა ნომერმა წარმატებით გაიარა ბოლო სამი ვარჯიში და ამიტომ მედიკოსებმა გადაწყვიტეს, თამაშის ნებართვა მიეცათ მისთვის.

 ''ბარსას'' ტრავმირებულთა რიცხვს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა, კარლეს პუიოლის სახით, მაგრამ ლაზარეთში მყოფთა რიცხვი კვლავ დიდია. ტრავმა აქვს აფელაის, პიკეს, მაქსველს, პინტოს და ფონტასს. მათზე დაკვირვებას ექიმები კიდევ განაგრძობენ. როგორც ჩანს გუნდს უკვე ''სოსიედადთან'' ეყოლება პუიოლი და აღარ დასჭირდება პეპს 3 მცველით თამაში. ალბად ''ბარსა'' ჩვეულ ტაქტიკას დაუბრუნდება, 4-3-3.

პეპმა განაცხადა:''კარლესის გამოჯამთელება ძალიან გამიხარდა. ის ''ბარსას'' ერთერთი ლიდერია. ის ყოველთვის გამოირჩევა ენერგიულობით. მასთან თამაში ძალზე რთულია, სწორედ ეს მომწონს მე მასში."

 

შეგახსენებთ, რომ ტრავმა პუიოლმა ''მალაგასთან' მატჩში' მიიღო. მას კაპიტანს მას სულ აწუხებდა მარცხენა ფეხი. ახლა კი ყველაფერი კარგადაა.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.