პეპმა პუიოლი გამოიძახა

პეპმა პუიოლი გამოიძახა

პუიოლის გამოსვლა პრესკონფერეციაზე: ''მოგესალმებით ყველას. კეთილი იყოს ჩემი დაბრუნება გუნდში. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ხელახლა დავიბადე. ექიმებმა თამაშის უფლება უკვე მომცეს და რა საკვირველია, შემდეგ მატჩებში გუნდს დავეხმარები. მე მარცხენა მუხლზე რამდენიმე ურთულესი ოპერაცია ჩავიტარე, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ისევ შემიძლია თამაში. იმის საშიშროებაც იდგა, რომ მე საერთოდ ვეღარ შევძლებდი თამაშს, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. მე ისევ ''ბარსას'' გვერდით ვარ."

 

პეპის განკარგულებაში უკვე 20 ფეხბურთელია. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ამ წუთისთვის ტრავმა აწუხებს, პიკეა. იგი ყოველდღიური დაკვირვების ქვეშაა. გუნდს, როგოც უკვე შეიტყვეთ, კიდევ რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი დაუბრუნდა. ექიმებმა მათ უკვე თამაშის ნება დართეს. ასე, რომ პეპს აღარ მოუწევს 3 მცველით თამაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.