ნევილი: "გვარდიოლა და მაურინიო ფერგიუსონს ვერ შეცვლიან"

ნევილი: "გვარდიოლა და მაურინიო ფერგიუსონს ვერ შეცვლიან"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა განაცხადა, რომ არც გვარდიოლასა და არც მაურინიოს არ ძალუძს სერ ალექს ფერგიუსონის შეცვლა.

 

"ფერგიუსონი - საუკეთესო სპეციალისტია. ის "მანჩესტერში" იმდენ ხანს დარჩება რამდენ ხანსაც მოისურვებს. ამ თემაზე საუბარი სისულელედ მიმაჩნია თუ ვის შეუძლია მისი შეცვლა. ის არ აპირებს კარიერის დასრულებას. "წითელი ეშმაკუნების" გულშემატკივრებს კი სერ ალექსის დარჩენა სამუდამოდ სურთ."

 

"სერ ალექსთან ერთად საუკეთესოები გვარდიოლა და მაურინიო არიან, მაგრამ მათ "მანჩესტერში" ბოსის შეცვლა არ შეუძლიათ." - დაასრულა გარიმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.