"ბარსა" ხავი მარტინესით დაინტერესდა

"ბარსა" ხავი მარტინესით დაინტერესდა

ბილბაოს "ატლეტიკის" გოლიათი ნახევარმცველი, ხავიერ მარტინეს აგინაგა კატალონიური "ბარსელონას" ინტერესის სფეროში მოხვდა. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ესპანური მედია-საშუალება სპორტი. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს.

წლევანდელ სეზონში მარტინესმა ბასკური კლუბის რიგებში 34 შეხვედრა ჩაატარა და გუნდს 6 უმნიშვნელოვანესი გოლით შეეწია. ახალგაზრდა ბასკს იმდენად კარგი სეზონი ჰქონდა, რომ ვისენტე დელ ბოსკეს ყურადღებაც მიიპყრო და და ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგი მსოფლიო ჩემპიონატზეც იახლა სამხრეთ აფერიკის რესპუბლიკაში.

ხავიერი ოსასუნას საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და 2006-07 წ.წ. სეზონიდან გამოდის ბასკურ კლუბში. ამ დროის განმავლობაში მან "ბილბაოს" რიგებში 135 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლის გატანა მოახერხა. დამეთანხმებით, ალბათ, რომ  ასეთი მაჩვენებელი მოედნის ცენტრალურ ნაწილში მოთამაშე ფეხბურთელისათვის საკმაოდ შთამბეჭდავია. ვინ იცის, იქნებ საფეხბურთო სამყარო ახალ ჩიკი ბეგირისტაინს გვიმზადებს.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.