სილვინიო: ''ნეიმარი ''ბარსაში" უნდა მოვიდეს''
''ბარსას'' ყოფილი ფეხბურთელი, სილვინიო რამდენიმე სიტყვით შეეხო ნეიმარს, მის თანაგუნდელებს და პეპს.
''სად არ ვიყავი, მაგრამ ''ბარსა'' და კატალონია სულ სხვაა. აქ ჩინებული ხალხი ცხოვრობს. ჩემ თანაგუნდელებზე საუბარი დიდ დროს წაგვართმევს. ''ბარსას'' დიდი პლიუსი ჩემი აზრით, არის ის არაჩვეულებრივი ატმოსფერო, რაც გუნდში ტრიალებს. ამით ვერცერთი გუნდი ვერ დაიკვეხნის. ეს მარტო აქ, კატალონიაში არსებობს. რამდენი რამ მაქვს გასახსენებელი, არც ვიცი, რითი დავიწყო. მაინც მოდით ვილაპარაკოთ რომში გამართულ ფინალზე. ეს მართლაც ყველა დროის საუკეთესო ფინალი იყო. ბიჭებმა ყველაფერი ჩავდეთ ამ მატჩის მოგებაში და რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოგვივიდა. მე ''ბარსასთან'' ერთად არაერთი ტიტულის მფლობელი ვარ. სამჯერ მოვიგე ''ლა ლიგა'', ორჯერ ''ჩემპიონთა ლიგა'', ერთხელ ''კოპა დელ რეი'' და ორჯერ კი ''ესპანეთის სუპერ თასი''. არც ისე ცოტაა ხომ? მე კატალონიაში 5 დაუვიწყარი სეზონ გავატარე. რაიკაარდის დროს გუნდში ვითარება ძალიან აირია (ბოლო სეზონს გულისხმობს), მაგრამ პეპის მოსვლის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს დაბრუნდა. ბოლო სეზონში მე ძველებურად ვეღარ ვთამაშობდი, არც მქონდა სათამაშო დრო. ასე რომ გადავწყვიტე გუნდიდან წასვლა. მე ბედნიერი კაცი ვარ. არასდროს არ დამავიწყდება ''ბარსა'', ის მუდამ ჩემს გულში იქნება. - განაცხადა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, სილვინიომ.
იგი ასევე მის თანამემამულეზეც საუბრობს.
"ნეიმარი? იგი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. იმედი მაქვს, რომ ის გონივრულად იმოქმედებს და გადავა ''ბარსაში''. ეს ჩემი დიდი სურვილია. საერთოდ, მე ამგვარად ვფიქრობ, თუ გინდა, რომ ფეხბურთელი გერქვას, უნდა თამაშობდე ''ბარსაში''. აქ ყველაფერს დეტალურად გასწავლიან. როგორ შეიძლება ''ბარსას'' თამაშს უყურებდე და არ გსიამოვნებდეს. ეს ჩემამდე არ მოდის. ნეიმარი აუცილებლად უნდა წავიდეს ''ბარსაში'', რა თქმა უნდა თუ, სურს ფეხბურთში რამეს მიაღწიოს."
პ.ს ეს ჩემი 150-ე სტატიაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]