"სოსიედადი" - "ბარსელონა". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

"სოსიედადი" - "ბარსელონა". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

როგორც იცით, გუშინ გაიმართა პრიმერა დივიზიონის მატჩი "რეალ სოსიედადსა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ კატალონიელები პირველი ტაიმის შემდეგ 2 გოლით წინ იყვნენ, თუმცა ბასკების ბრწყინვალე თამაშმა გამარჯვება ხელიდან გამოსტაცა "ბარსას". რამდენიმე ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა მატჩის შემდეგ.

 

ჩავი ერნანდესი: "ჩვენ დაცვაში ორი სულელური შეცდომა დავუშვით, რაც ძვირად დაგვიჯდა. ამ ორი დარტყმის შემდეგ მათ თვითრწმენა მოემატათ და უფრო აგრესიულები გახდნენ. ამას ნამდვილად არ მოველოდით, მატჩის სადავეები ხელთ გვქონდა და ვაპირებდით საკუთარი საქმის დასრულებას".

 

პედრო როდრიგესი: "შესანიშნავად წარვმართეთ პირველი ტაიმი და ორი გოლიც გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ სირთულეები წარმოიშვა. შეგვეძლო 2:0-ის შემდეგ ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ".

 

ვიქტორ ვალდესი: "მათ შეძლეს და ორი გოლი გაიტენეს. იყო ეს ჩვენი შეცდომა თუ მათი კარგი თამაში? რა თქმა უნდა, ორივე. ეს თამაშის ნაწილია. ამ ყველაფერმა დაგვანახა, რომ ადვილი არაფერია. მთელი 90 წუთი კონცენტრირებული უნდა იყო მატჩზე. პირველ ტაიმში ასეც ხდებოდა, მაგრამ მეორეში მოვეშვით. პირველ ნახევარში მართლაც შესანიშნავად მიდიოდა ყველაფერი, მატჩის სადავეები ხელთ გვეგდო და ვაკონტროლებდით თითოეულ პოზიციას. ძალიან უცნაური დღე იყო. მეამაყება, რომ სუბისარეტას გადავუსწარი ერთი მატჩით, მაგრამ მოგება უკეთესი იქნებოდა. ახლა მთელი კონცენტრაცია "მილანთან" მატჩზეა".

 

დანიელ ალვესი: "ძალიან მიჭირს ყველაფრის ახსნა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ორი შეცდომა ქულების დაკარგვად დაგვიჯდა. დროული გაფრთხილება იყო. მეტი ყურადღებით უნდა ვიყოთ ხოლმე. ფეხბურთი უსამართლო იყო დღეს, რადგანაც მათ მხოლოდ ორი შანსი ჰქონდათ და ქულა მოიპოვეს, ჩვენ კი გავანიავეთ საგოლე მომენტები. ჩვენ პანიკაშ არ ვართ, მაგრამ ვიცით, რომ თუ გვსურს იგივე წარმატების გამეორება, მაშინ თავდაუზოგავათ უნდა ვიმუშაოთ. საბედნიეროდ, სამშაბათს ძალიან საინტერესო მატჩი გვაქვს გასამართი".

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=1CbYCrBWUGA]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.