დაბადების დღეს გილოცავთ, ერიკ!

დაბადების დღეს გილოცავთ, ერიკ!

 

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელს, ერიკ აბიდალს, დღეს, 11 სექტემბერს 32 წელი შეუსრულდა. ფრანგმა მცველმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა წინა წელს თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თვენახევარი მძიმე ოპერაციის გამო გაუცდა. იგი ნახევარი სეზონის განმავლობაში ცვლიდა ტრავმირებულ კაპიტანს და ბრწყინვალედ ასპარეზობდა დაცვის ცენტრში. ერიკმა ოპერაციის შემდეგ მოახერხა და ყველა გააოცა. იგი ძალიან მალე დაუბრუნდა საფეხბურთო მოედანს და მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "რეალის" წინააღმდეგ მატჩში და ასევე ფინალურ შეხვედრაში, სადაც კატალონიელებმა შეძლეს და აღმართეს თასი. ეს პატივი სწორედ ერიკ აბიდალს ხვდა წილად.

 

ერიკ ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ და კვლავ ბრწყინვალედ გაგეგრძელებინოს შენი კარიერა !!! 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.