ინიესტა: "გვინდა, გამარჯვების გემო კიდევ ვიგრძნოთ"

ინიესტა: "გვინდა, გამარჯვების გემო კიდევ ვიგრძნოთ"

გუშინ ანდრეს ინიესტა იყო ის ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე პეპ გვარდიოლასთან ერთად იმყოფებოდა. "ბარსელონას" ფეხბურთელმა ხაზი გაუსვა, რომ: "გუნდი თავს ძალიან კარგად გრძნობს და ჩვენ ვიწყებთ ჩემპიონთა ლიგის კამპანიას ძლიერ ოპონენტთან საშინაო მატჩით." ანდრესმა განაცხადა, რომ ლა ლიგის მესამე ტურის შეხვედრის შედეგად მიღებული იმედგაცრუების შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია თამაშის კარგ ფეხზე დაწყება და გამარჯვების გემოს კიდევ ერთხელ გაგება. ინიესტა ირწმუნება, რომ გუნდი მოტივირებულია და მოუთმენლად ელის მატჩს.

 

ინიესტამ ხოტბა შეასხა "მილანს" - გუნდს, რომელსაც შვიდი ევროპული თასი აქვს მოგებული. ნახევარმცველმა დაამატა, რომ მისთვის პატივია ისეთი მეტოქის წინააღმდეგ თამაში, როგორიც "მილანია".

 

შეკითხვას, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩს ეხებოდა, ანდრესმა უპასუხა: "დასანანია, რომ ის ვერ შესძლებს თამაშს. ის დიდებული ფეხბურთელია და ყოველთვის გსურს ასეთთან თამაში. მას ნამდვლად სურდა ჩამოსვლა და თამაში და სამწუხაროა, რომ ვერ მოახერხა. თუმცა, არამგონია, რომ ამან ზეგავლენა მოახდინოს იმ ფანტასტიკურ თამაშზე, რომელიც გველის."

 

ინიესტას რამდენჯერმე დაუსვეს შეკითხვა მარკ ვან ბომელზე, რომელთანაც ესპანელ ფეხბურთელს ინციდენტი მოუვიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ანდრესმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებს შორის არავითარი პრობლემა არ არსებობს. "საბედნიეროდ, არასოდეს მქონია პრობლემა არცერთ იმ ფეხბურთელთან, ვისაც მოედანს მიღმა ვხედავ. დიახ, ფინალში ის საკმაოდ უხეშად თამაშობდა, მაგრამ არამგონია, მას ეს განზრახ გაეკეთებინა. რა თქმა უნდა, ჩვენ მეტოქეები ვართ, მაგრამ პირველ რიგში ვართ კოლეგები და ამიტომ უნდა დავაფასოთ ერთმანეთი."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.