მოხუცების ადგილი არის აქ!
ჩვენი კოლეგები, სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემებიდან, აქტიურად მუშაობენ საინტერესო ინფორმაციის მოძიებაზე. Barcamania.com-ის მწერალმა მოიპოვა ინფორმაცია იმ ფეხბურთელებზე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 1994 წლის ფინალში, რომელიც "მილანსა" და "ბარსელონას" შორის შედგა და იტალიელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა (4:0). გთავაზობთ სტატიის თარგმანს:
გადავწყვიტე, გამერკვია, თუ რითი არიან დაკავებულები 1994 წლის ჩემპიონთა ლიგის ლეგენდარული ფინალის მონაწილენი. ვინ წავიდა ჟურნალისტიკაში? ვინ გადაწყვიტა დაკავებულიყო პოლიტიკრი საქმიანობით? ვინ ვერ შეძლო, ფეხბურთისთვის ეთქვა "არა"? და მთავარი, ვინ ვერ შესძლო მშობლიური კლუბის დატოვება? პასუხები იხილეთ ქვემოთ.
სტაჟიანი გულშემატკივრები ალბათ უპრობლემოდ გაიხსენებენ 1994 წლის 18 მაისს, როდესაც ცხელ ათენურ საღამოს, საბერძნეთის ოლიმპიურ სტადიონზე კატალონიის "ბარსელონა" სასტიკად დამარცხდა იტალიურ "მილანთან", რაც, როგორც აღმოჩნდა, გახდა მომასწავლებელი იოჰან კრუიფის "ოცნების გუნდის" დიდების ჩასვენებისა და მომასწავლებელი ახალი "ოცნების გუნდის" დროის უკუთვლის, ოღონდ უკვე სხვა გმირების მონაწილეობით.
მას შემდეგ უამრავმა დრომ გაიარა. "მილანმა" კიდევ ორჯერ აღმართა "ძველი სამყაროს" მთავარი საკლუბო თასი (2003, 2007). თავის მხრივ "ბარსამ" სამი "ყურებიანი" თასით შეავსო საკუთარი მუზეუმი (2006, 2009, 2011). მაგრამ არქივის ქექვისას, საკმაოდ საინტერესო ფაქტები აღმოვაჩინე. რა თქმა უნდა, ხსენებული ფინალის ყველა მონაწილემ უკვე დიდი ხანია ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა, თუმცა ფეხბურთიდან ისინი მაინც არ წასულან. უფრო მეტიც, უმეტესობა მათგანი დღემდე მშობლიური კლუბის კეთილდღეობისთვის იბრძვის.
"ბარსელონა":
ანდონი სუბისარეტა - მუშაობს ჯადოქრად, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ლურჯ-ბროწეულისფრების" სპორტულ დირექტორად. მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და ფეხბურთელებს "ბარსელონაში" გადასვლას სთავაზობს. ჯერ-ჯერობით უარი არავის უთქვამს მისთვის.
ალბერტ ფერერი - ტიტების ქვეყანაში მცირე ხნიანი ვოიაჟის შემდეგ, სადაც იგი "ვიტესს" წვრთნიდა, მუშაობს ტელევიზიაში.
რონალდ კუმანი - ივლისში კუმანმა "ფეინოორდის" მმართველობა გადაწყვიტა, მოაწერა რა კლუბთან ერთ წლიან კონტრაქტს ხელი. ამ მხრივ, ჰოლანდიური ფეხბურთის ისტორიაში იგი გახდა პირველი მწვრთელი, რომელმაც იმუშავა სამ ჰოლანდიურ გრანდთან: "აიაქსი", "პსვ", "ფეინოორდი".
მიგელ ანხელ ნადალი - ცნობილი ჩოგბურთელის ცნობილი ბიძა უკვე მეორე წელია ეხმარება მიქაელ ლაუდრუპს, რათა ბსკერზე არ დაეშვას "მალიორკა". ჯერ-ჯერობით წარმატებით.
გილერმო ამორი - "ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდების სპორტული დირექტორი. ბოლო წლებში "ლა მასიას" გრანდიოზული წარმატება, ნაწილობრივ მისი დამსახურებაა.
ჟოსეპ გვარდიოლა - უბრალოდ ყველაზე წარმატებული მწვრთნელი "ბარსას" ისტორიაში და ამით ყველაფერი ნათქვამია. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გულშემატკივრებისთვის ის თითქმის ბუდას ცოცხალ განსახიერებად იქცა.
ეუსებიო საქრისტანი - ზაფხულში, ლუის ენრიკეს "რომაში" გადასვლის შემდეგ, მუშაობა დაიწყო "ბარსა ბ"-ს მთავარ მწვრთნელად.
ხოსე მარი ბაკერო - მოღვაწეობს პოლონეთში, წვრთნის "ლეხ პოზნანს". გახსოვდეთ, რომ გასულ სეზონში მათ საკმაოდ აიგდეს "მანჩესტერ სიტი" ევროპის თასში.
ხრისტო სტოიჩკოვი - მთელი ძალები ჩააქსოვა როსტოვის ფეხბურთის აღორძინებაში. ამ მომენტში მუშაობს "როსტოვის" კონსულტანტად. უბრალოდ საკითხავია, მართლა მუშაობს?
კიკე ესტებარანსი - კოლეგა ამორისა - მადრიდის "ატლეტიკოს" საბავშვო აკადემიის დირექტორი.
რომარიო - გუნდების აურაცხელი რაოდენობის, ათასი გოლისა და ასობით სკანდალის შემდეგ, პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. რატომაც არა? თუ მსახიობები პრეზიდენტები ხდებიან, რითი არიან ფეხბურთელები მათზე ნაკლები?
ჩიკი ბეგრისტაინი - ლაპორტასთან ერთად შექმნა რა ისტორიაში საუკეთესო "ბარსა", დამსახურებულ დასვენებას მიეცა.
სერხი ბარხუანი - ზაფხულამდე მუშაობდა "ბარსას" საბავშვო მწვრთნელად, მაგრამ კლუბის დატოვება გადაწყვიტა: ""ბარსელონას" დატოვება გადავწყვიტე, რათა ახალ დონეზე ვიმუშავო." მას შემდეგ კვალი იკარგება.
"მილანი":
სებასტიან როსი - ავტორი "მშრალი წუთებისა" "სერია ა"-ში (929 წუთი). კარიერის დასრულების შემდეგ გუნდში დარჩენა და მეკარეთა გაწვრთნა აირჩია.
მაურო ტასოტი - გახდა "როსონერის" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი და გუნდს ჩემპიონის ორი წოდება მოუტანა. მოგვიანებით მუშაობდა ჩეზარე მალდინის, კარლო ანჩელოტის, ლეონარდოსა და ახლა უკვე მასიმილიანო ალეგრის დამხმარედ. ვინ იქნება შემდეგი?
კრისტიან პანუჩი - გასული წლის ზაფხულში გადაწყვიტა, ბუცები ლურსმანზე ჩამოეკიდა. ახლა მუშაობს SKY Italia-ს არხზე ფეხბურთის ექსპერტად.
ფილიპო გალი - ერთ-ერთი იმათთაგანი, ვინც კარიერის დასრულების მიუხედავად, ვერ შესძლეს "მილანის" დატოვება. მუშაობს კლუბის ახალგაზრდულ აკადემიაში.
რობერტო დონადონი - აგვისტოში, კლუბის პრეზიდენტთან მომხდარი კონფლიქტის გამო, დონადონი გაათავისუფლეს "კალიარის" მთავარი მწვრთელის პოსტიდან. ამ მომენტში უმუშევარია.
პაოლო მალდინი - ისვენებს, ისვენებს და კიდევ ერთხელ ისვენებს. დაიმსახურა ისე, როგორც არავინ. დაახლოებით ერთი თვის წინ შენიშნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში "ბარსელონას" ვარჯიშზე.
დემეტრიო ალბერტინი - "ბლაუგრანას" გულშემატკივრებისთვის არც ისე უცხო იტალიელს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი უჭირავს.
სტეფანო ნავა - პანუჩის მსგავსად ტელევიზიაშია დასაქმებული.
მარსელ დესაი - ფრანგი აქტიურადაა აფრიკაში ფეხბურთის განვითარებით დაკავებული. 2011 წელს განაში გახსნა ფეხბურთის საბავშვო აკადემია, სადაც აფრიკელ ბავშვებს ეხმარება.
დანიელე მასარო - "როსონერის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ზვონიმირ ბობანი - ბობანი ყოველთვის ამბობდა, რომ საკუთარ თავს ვერ ხედავს მწვრთნელის როლში და მან სიტყვა შეასრულა. დაამთავრა ზაგრების ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტი. ახლა მუშაობს გაზეთ Sportske novosti-ს კოლუმნისტად.
დეან სავიჩევიჩი - ამ მომენტისთვის ხელმძღვანელობს ჩერნოგორიის საფეხბურთო გაერთიანებას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]