"ბარსელონა"-"მილანი". დაპირისპირებების ისტორია
როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში კატალონიის "ბარსელონა" იტალიურ "მილანს" დაუპირისპირდება.
ევროტურნირებზე აღნიშნული გრანდები ერთმანეთს სულ 13-ჯერ შეხვედრიან. კატალონიელებს ურთიერთდაპირისპირებებში მცირე უპირატესობა აქვთ. მათ აქტივში 5 მოგება, 4 ფრე და 4 მარცხია. ბურთების შეფარდება "ბარსელონას" სასარგებლოდ 19:18-ზეა.
ყველაზე დიდი ანგარიშით კატალონიელებმა მილანელებს 1959 წელს, ჩემპიონთა თასის მერვედ-ფინალში სძლიეს - 5:1 (ორი მატჩის ჯამში 7:1), ხოლო ყველაზე მტკივნეული მარცხი კი 1994 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში განიცადეს. მაშინ ფაბიო კაპელოს შეგირდებმა იოჰან კრუიფის "დრიმ თიმი" 4:0 გაანადგურეს.
ბოლოს "ბარსელონა" და "მილანი" ერთმანეთს მიმდინარე სეზონში დაუპირისპირდნენ. ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული კატალონიელები გამოვიდნენ - 5:4. პირველი შეხვედრა, რომელიც "კამპ ნოუზე" გაიმართა, დასრულდა ანგარიშით 2:2, ხოლო "სან სიროზე" "ბლაუგრანამ" 3:2 იმარჯვა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]