პიკეს პრეზიდენტობა მოუნდა
კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკე ბერნაბეუმ განაცხადა, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი კლუბის პრეზიდენტობა სურს. საუბარი კი რა თქმა უნდა "ბარსელონაზეა".
რამდენიმე ხნის წინ, ერთ–ერთ ინტერვიუში პიკემ როსელის ადგილის დაკავების სურვილი გამოთქვა, ხოლო ახლა კი მან მისი სიტყვები გაიმეორა და თქვა, რომ სიამოვნებით იქნებოდა "ლურჯ–ბროწეულისფერთა" პრეზიდენტი.
"სრული სიმართლეა ის, რომ "ბარსას" პრეზიდენტობა მსურს, მაგრამ არ ვიცი ასრულდება თუ არა ჩემი ერთ–ერთი ოცნება. ყველაფერს დრო გვიჩვენებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დიდი პატივი და ასევე უპირატესობაა, "ლურჯ–ბროწეულისფერთა" რიგებში თამაში, რადგან ჩვენს გუნდს უამრავი ფანი ჰყავს, რომლებსაც ძლიერ ვუყვარვართ და გვიყვარს"–დაასრულა პიკემ.
ვიდეო პიკეს მოღვაწეობის შესახებ
[media=http://www.youtube.com/watch?v=ZVozajOtmgM]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]