კატალონიის თასის ნახევარფინალი: „ჟირონა“-„ბარსელონა“ 13 მაისს გაიმართება
ცნობილი გახდა კატალონიის თასის 2014 წლის გათამაშების კალენდარი. "ბარსელონა", 13 მაისს, ნახევარფინალში, "ჟირონას" დაუპირისპირდება.
ორშაბათს, "ბარსელონას", "ჟირონას", "საბადელისა" და "ესპანიოლის" წარმომადგენლები კატალონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდნენ. ამ შეხვედრაზე ტურნირის განრიგი შედგა და გაირკვა, რომ "ბარსელონა" "ჟირონას" დაუპირისპირდება, ხოლო "ესპანიოლი" – "საბადელს". წყვილების გამარჯვებულები 21 მაისს, ჟირონაში, ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან.
კატალონიის თასის მოქმედი ჩემპიონი "ბარსელონაა". შარშან, აწ გარდაცვლილი ტიტო ვილანოვას გუნდმა ფინალში "ესპანიოლი" დაამარცხა. ცნობილი ხდება, რომ კატალონიის ფეხბურთის ფედერაცია აპირებს, კატალონიური ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ვილანოვას პატივი ტურნირის მსვლელობის დროს მიაგოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 30 ]