ლუის ენრიკე კუადრადოს შეძენის წინააღმდეგი არაა
როგორც ცნობილია, "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი "ფიორენტინას" ნახევარმცველის შეძენის წინააღმდეგი არაა.
მოგეხსენებათ, უკვე დიდი ხანია, რაც კატალონიელთა ხელმძღვანელობა იტალიის ჩემპიონატში ხუან კუადრადოს თამაშს ადევნებს თვალს. თუმცა, მარტინოს წასვლის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ ლუის ენრიკეს უნდა ჰკითხოს, ხედავს თუ არა იგი გუნდში კოლუმბიელის ადგილს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ლუის ენრიკე კუადრადოს ყიდვის ვარიანტს მხარს უჭერს, რადგან მას დანიელ ალვესის შემცვლელად ხედავს.
25 წლის ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონ ევროს შეადგენს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, კუადრადომ 32 მატჩი ჩაატარა და 11 ბურთის გატანა შეძლო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 52 ]