„ბარსელონა“ კოკეში 40 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა

„ბარსელონა“ კოკეში 40 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა

"ბარსელონა" აგრძელებს მცდელობას იმისათვის, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს "ატლეტიკოს" ნახევარმცველი, კოკე შეიძინოს. ესპანური პრესის თანახმად, კატალონიელები 22 წლის ფეხბურთელში 40 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან.

"ლურჯ-ბროწეულისფერების" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ისინი შეთანხმებას მიაღწევენ მადრიდულ კლუბთან კოკეს ამ ფასად ყიდვის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად მითითებულია 60 მილიონი ევრო. გარდა ამისა, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველით ინტერესდებიან "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი".

კოკეს შეძენისთვის ფულს, "ბარსელონა" იმედოვნებს, რომ სესკ ფაბრეგასის ტრანსფერიდან მიიღებს, რომლითაც აქტიურად ინტერესდებიან ინგლისური კლუბები. შეგახსენებთ, თავად კოკემ განაცხადა, რომ გუნდის შეცვლას არ აპირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 35 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.