ჟერარ ულიე: "არ ვფიქრობ, რომ ტიკი-ტაკას დრო ასე სწრაფად წავიდა"

ჟერარ ულიე: "არ ვფიქრობ, რომ ტიკი-ტაკას დრო ასე სწრაფად წავიდა"

ინგლისური "ლივერპულის" ყოფილმა მწვრთნელმა, ჟერარ ულიემ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, ესპანეთის ეროვნული ნაკრების სტარტზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ესპანელები ჰოლანდიელებთან დამარცხდნენ (1:5). 

"არ ვფიქრობ, რომ ტიკი-ტაკას დრო დასრულდა. სილვას შეეძლო ჰოლანდიის ნაკრების კარში მეორე გოლი გაეტანა, ამასობაში მატჩიც დასრულდებოდა. მომენტების გაფუჭების შემდეგ, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა თავდაჯერებულობა დაკარგეს. ესპანელებმა შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩაატარეს. მათზე დიდი გავლენა კი გაშვებულმა გოლებმა მოახდინა. ზოგჯერ ძალიან რთულია მოტივაციის პოვნა, მაგალითად როდესაც შენ სამ დიდ ტურნირს ზედიზედ იგებ. თუმცა მძიმე მარცხმა შესაძლოა რეალობაში დაგაბრუნოს." - განაცხადა, ულიემ. 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.