ფაბრეგასი: „არსენალმა“ ჩემზე უარი თქვა“
"ბარსელონას" უკვე ყოფილი და "ჩელსის" ესპანელი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი აცხადებს, რომ "ბარსელონაში" გამოსვლის შემდეგ კარიერის გაგრძელება "არსენალში" სურდა, თუმცა, არსენ ვენგერმა ესპანელის "ემირეითსზე" დაბრუნებაზე უარი თქვა.
"როდესაც "ბარსელონას" დატოვების გადაწყვეტილება მივიღე, საუკეთესო ვარიანტს ვეძებდი. "არსენალი" პირველი ვარიანტი იყო. ჩემი კონტრაქტი შეიცავდა პუნქტს, რომელიც "არსენალს" უპირატესობას ანიჭებდა. მე ვისაუბრე ვენგერთან და მან მითხრა, რომ პოზიცია, სადაც მე ვთამაშობ, უკვე დაკავებულია. რთული იქნებოდა მოედანზე ადგილის მოძებნა ჩემთვის და იოზილისთვის ერთად.
პრემიერ-ლიგაში დაბრუნება მინდოდა და ბევრი კარგი შემოთავაზება მქონდა. მე ვესაუბრე მოურინიოს და მითხრა, რომ ჩემი "ჩელსიში" ხილვა სურდა. მან ძალიან სწრაფად დამარწმუნა. ახლა, მე ძალიან კმაყოფილი ვარ მიღებული გადაწყვეტილებით." - განაცხადა ფაბრეგასმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 21 ]