გასული კვირის შეჯამება
- ივან რაკიტიჩი "ბარსელონას" ფეხბურთელია. ხორვატიელმა კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ასევე, არენდის წესების თანახმად დენის სუარესი 2 სეზონის განმავლობაში "სევილიაში" ითამაშებს.
- Liga Endesa: მადრიდში "ბარსამ" "რეალი" დაამარცხა, მაგრამ "რეალმა" მეორე მატჩი მოიგო.
- ორშაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად, იგნასიო მესტრე "ბარსელონას" ახალი გენერალური მენეჯერია. ასევე, ემილი საბადელი პირველი გუნდის დირექტორი გახდა.
- გასული კვირის განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ გამპერის თასზე "ბარსელონა" "ლეონს" დაუპირისპირდება. ასევე, "ბარსელონა" Trofeo Colombino-ს გათამაშებაზე მონაწილეობას მიიღებს და ჟენევაში "ნაპოლის" ეთამაშება.
- სამბშაბათს "ბარსელონას" მუზეუმში გაიხსნა ქალთა ფეხბურთის სექცია. კლუბში ქალთა ფეხბურთის ისტორია 1970 წელს დაიწყო.
- მეკარე ოჩოამ ნეიმარი შეაჩერა: ბრაზილია 0-0 მექსიკა. დამატებულ დროში მესიმ შესანიშნავი გოლი გაიტანა და არგენტინა შემდეგ ეტაპზე გავიდა.
- ესპანეთი და კამერუნი მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობნენ. ალექსის სანჩესის ჩილემ ესპანეთი ანგარიშით 0-2 დაამარცხა, ხოლო კამერუნი რაკიტიჩის ხორვატიასთან დამარცხდა.
- ოთხშაბათს "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ Unicef-ის დირექტორს შეხვდა.
- გორგოლაჭებიანი ჰოკეის გუნდის არგენტინელმა თავდამსხმელმა, პაბლო ალვარესმა, კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგრძლივა.
- "ბარსას" ქალთა ფეხბურთის გუნდმა "ბილბაო" დაამარცხა და დედოფლის თასი მოიგო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 41 ]