ჩილე მეორეა, ესპანეთი - მესამე

ჩილე მეორეა, ესპანეთი - მესამე

მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფის ბოლო თამაშები გაიმართა და გაირკვა, რომ ჩილეს ნაკრები მე-2 ადგილზე გავიდა, ხოლო მოქმედმა ჩემპიონმა, ესპანეთმა გამოსვლა მე-3 ადგილზე დაასრულა.

ჯგუფის ცენტრალურ მატჩში ჰოლანდია და ჩილე ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდნენ. ალექსის სანჩესის გუნდს ჯგუფის მოსაგებად 3 ქულის აღება ჭირდებოდა, მაგრამ თამაშის მიწურულს გატანილი 2 გოლის წყალობით გამარჯვება ჰოლანდიას დარჩა. სანჩესმა თამაში სრულად ჩაატარა.

ესპანეთი ავსტრალიას დაუპირისპირდა და ევროპელებმა 3:0 მოიგეს. "ბარსელონას" ფეხბურთელებიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ალბა და ინიესტა იყვნენ. ამ უკანასკნელად საგოლე პასიც გააკეთა. ორივე ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა, ხოლო ბუსკეტსი, პედრო და პიკე სათადარიგოები იყვნენ. რაც შეეხება ჩავის, ის ტრავმირებულია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.