თურქული კომპანია „ბარსელონას“ სპონსორი გახდა
"ბარსელონამ" კიდევ ერთ სპონსორთან გააფორმა კონტრაქტი. ახლა, კატალონიური კლუბის მაისურზე ბრენდ Beko-ს ლოგოც გამოისახება. ეს ბრენდი თურქული კორპორაციის, Koç Holding Durable Goods Group-ის შემადგენელი ნაწილია. კომპანია აწარმოებს მთელ რიგ მსხვილ და მცირე საყოფცხოვრებო ტექნიკას და შედის ევროპის უმსხვილეს საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელთა რიცხვში.
ინფორმაციას მხარეებს შორის კონტრაქტის გაფორმების თაობაზე "ბარსელონას" ოფიციალური "თვითერი" ავრცელებს. კლუბის პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუს განცხადებით, კატალონიური კლუბისთვის დიდი პატივია ევროპის წამყვან პრენდთან პარტნიორობის გამოცხადება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 28 ]