ფაუსი: „ბარსელონას“ ნებისმერი ფეხბურთელის შეძენა შეუძლია“
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი ეკონომიკურ საკითხებში, ხავიერ ფაუსი აცხადებს, რომ კლუბს არ აქვს ფინანსური პრობლემები. ფაუსის თქმით, კატალონიურ გრანდს ნებისმიერი ფეხბურთელის შეძენა შეუძლია.
"საბედნიეროდ, "ბარსელონამ" უკვე სამი წელია, რაც დაიწყო თანხის გამომუშავება. ჩვენ შევამცირეთ ვალი და ახლა, უფრო უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვიდრე ორი ან ოთხი წლის წინ. ჩვენ ყველა იმ ფეხბურთელის ყიდვა შეგვიძლია, რომელსაც ჩვენი მწვრთნელი მოისურვებს." - აცხადებს ფაუსი.
შეგახსენებთ, "ბარსელონა" ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ "ლივერპულის" თავდამსხმელი ლუის სუარესი შეიძინოს. ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 70-80 მილიონ ევროს შეადგენს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 30 ]