„ბარსელონამ“ 2014/15 სეზონი დაიწყო
დღეს, 14 ივლისს, "ბარსელონამ", ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით, 2014/15 სეზონი დაიწყო. როგორც ყოველთვის, ყველაფერი სამედიცინო და ფიტნეს ტესტებით დაიწყო. პირველი გუნდის 11 ფეხბურთელს (ტერ შტეგენი, მასიპი, მონტოია, ბარტრა, ადრიანო, სერხი რობერტო, რაფინია, დეულოფეუ, აფელაი, ტელიო და ბოიანო) "ბარსა ბ"-ს 13 მოთამაშე შეუერთდა (პატრიკი, იე, ბანიაკი, დიანიე, გრიმალდო, სამპერი, ჰალილოვიჩი, მუნირი, სანდრო, დანი ნიეტო, ჟოან რომანი, დონგუ და ადამა).
გუნდი "სიუტატ ესპორტივოზე" შეიკრბა. პირველადი ანალიზების შემდეგ, მათ ეტაპობრივად გაიარეს სხვადასხვა ტესტები.
ორმაგი სესიები და დებიუტი
ის ფეხბურთელები, რომლებმაც ბრაზილიაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეტაპობრივად დაბრუნდებიან.
ლუის ენრიკეს, თითოეულ დღეს, დაგეგმილი აქვს ორმაგი სავარჯიშო სესიები 11:30-სა და 20:30 საათებზე.
შაბთს, "ბარსა" 2014/15 პრესეზონის პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 34 ]