ნეიმარი: "ასეთ რამეს სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი"

ნეიმარი: "ასეთ რამეს სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი"

ბრაზილიის ნაკრების კაპიტანმა, ნეიმარმა, იაპონიის კარში 4 გოლის გატანის შემდეგ, ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"ამ თემაზე საუბრის დროს ტანზე მბურძგლავს. ემოციებით სავსე ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ასეთ რამეს სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი.

არ ვიცი, კიდევ რამდენს გავიტან ბრაზილიის ნაკრებში. უბრალოდ მინდა თანაგუნდელებს დავეხმარო. ყველაზე მთავარი ესაა." - აცხადებს ნეიმარი.

იაპონიასთან შესრულებული პოკერის შემდეგ, ნეიმარს, ბრაზილიის ნაკრებში, უკვე 40 გოლი დაუგროვდა. ის, ეროვნული გუნდის ბომბარდირთა შორის, მე-5 ადგილზეა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 28 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.