სქოულზი: "მესი მოწყენილია"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა პოლ სქოულზი "ბარსელონასა" და "ვალენსიას" შორის გამართულ დაპირისპირებაზე კომენტარს აკეთებს. ინგლისელის თქმით, ძველებურად ვეღარც "ბარსა" თამაშობს და ვეღარც მისი ლიდერი ლიონელ მესი.
"თამაშის უდიდესი ნაწილის განმავლობაში "ბარსელონა" იმ გუნდის ჩრდილი იყო, რომელიც ოდესღაც გვინახავს. მართალია, ეს გუნდი კვლავ ბევრს გადაცემას აკეთებს, მაგრამ ძველებური ტემპი და შემართება აღარაა. თავბრუდამხვევი სიჩქარეები და გამჭოლი გადაცემები სადღაც გაქრა.
რაც შეეხება მესის, მისი მიღწევები მას, სხვა ფეხბურთელებთან შედარებით, განსხვავებულ დონეზე აყენებს. თუმცა, დღესდღეობით ვხედავ, რომ ის მოწყენილია. ის ბევრს არასდროს დარბოდა, როდესაც მისი გუნდი ბურთს კარგავდა, მაგრამ ახლა ის საერთოდ აღარ დარბის." - აცხადებს პოლ სქოულზი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 33 ]