მესი კატალონიურ დერბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა
ლიონელ მესი კატალონიური დერბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში, "ესპანიოლთან" მატჩში ჰეთ თრიქის შესრულების შემდეგ, არგენტინელის ანგარიშზე დერბიში გატანილი 12 გოლია.
რეკორდი, აქამდე, "ბარსელონას" ლეგენდას, სესარ როდრიგესს ეკუთვნოდა, რომელმაც 21 თამაშში "ესპანიოლს" 11-ჯერ გაუტანა. მესის, "ესპანიოლის" კარში 12 გოლის გასატანად 16 თამაში დასჭირდა.
საინტერესოა, რომ მესიმ, სხვა არაერთი რეკორდის მსგავსად, ეს რეკორდიც ჰეთ თრიქით დაამყარა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 21 ]