რაკიტიჩი: "უკმაყოფილონი ვართ"

რაკიტიჩი: "უკმაყოფილონი ვართ"

"ბარსელონას" ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი "ხეტაფესთან" მატჩის შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ გუნდი შედეგით უკმაყოფილოა.

"ხეტაფესთან" მატჩის შედეგით უკმაყოფილონი ვართ. ჩვენ თვითკრიტიკულები ვიქნებით და საკუთარ შეცდომებს შევისწავლით. თუმცა, ცუდად არ გვითამაშია. შევეცადეთ, ყველაფერი გაგვეკეთებინა.

წინ ჯერ ბევრი მატჩია. ფოკუსირებულნი უნდა ვიყოთ და განვაგრძოთ მუშაობა სწორი მიმართულებით. ეს შედეგი ჩვენს ფილოსოფიას არ შეცვლის." - აცხადებს რაკიტიჩი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 60 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.