პასტორე: "მესისთან პსჟ-ში გადმოსვლაზე არასდროს მისაუბრია"

პასტორე: "მესისთან პსჟ-ში გადმოსვლაზე არასდროს მისაუბრია"

"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველი ხავიერ პასტორე მცირე კომენტარს აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, პარიზული კლუბი "ბარსელონას" ვარსკვლავის, ლიონელ მესის, შეძენას აპირებს.

"ჩვენ არასდროს გვისაუბრია ამაზე. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ლეოსთან ერთ გუნდში თამაშს ვისურვებდი," - აცხადებს პასტორე.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ მესი "ბარსელონაში" დარჩენას გეგმავს, მიუხედავად პსჟ-სა და "ჩელსის" ინტერესისა. აქვე დავძენთ, რომ გამოსასყიდი თანხა, რომელიც არგენტინელის კატალონიურ კლუბთან კონტრაქტშია დაფიქსირებული, 250 მილიონ ევროს შეადგენს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 33 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.