ბრაიდა: "არ მესმის რატომ გაუშვა "ბარსელონამ" ალექსის სანჩესი"

ბრაიდა: "არ მესმის რატომ გაუშვა "ბარსელონამ" ალექსის სანჩესი"

კატალონიის "ბარსელონას" სპორტული დირექტორი, არიედო ბრაიდა, თვლის, რომ კლუბმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა გასულ ზაფხულს ალექსის სანჩესი ლონდონის "არსენალში" რომ გაუშვა. 

"მე დიდი სიამოვნებით ვიხილავდი სანჩესს ნებისმიერ გუნდში, სადაც კი ვიმუშავებდი. უბრალოდ არ მესმის რატომ გაუშვეს იგი "ლურჯ-ბროწეულისფერებმა". ჩილელი უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია ინგლისის პრემიერ ლიგაში. ალექსისი უმაღლესი დონის შემსრულებელი და მსოფლიოს ფეხბურთის ერთ-ერთი ნათელი წერტილია," -განაცხადა ბრაიდამ.

როგორც მოგეხსენებათ, 26 წლის სანჩესი "ბარსელონას" რიგებში 2011 წლიდან ირიცხებოდა. მან გუნდის მაისურით 88 ოფიციალური მატჩის გამართვა და 39 გოლის გატანა მოასწრო; 2014 წელს კი, შეიძლება ითქვას, იგი ნეიმარის და ლუის სუარესის ტრანსფერებს შეეწირა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 92 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.