პიკე: "პსჟ-ს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია"

პიკე: "პსჟ-ს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია"

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის მომდევნო მეტოქეს, "პარი სენ ჟემრენს" უფრთხის. 28 წლის ფეხბურთელის თქმით, პარიზელებს ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ.

"პირველ რიგში უნდა ვნახოთ, მოვხვდები თუ არა სასტარტო შემადგენლობაში. შემდეგ კი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვიგოთ.

პსჟ-ს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს. ამ გუნდს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.