მოტა პსჟ-ს "ბარსასთან" ვერ დაეხმარება

მოტა პსჟ-ს "ბარსასთან" ვერ დაეხმარება

"ბარსელონასა" და "პარი სენ ჟერმენს" შორის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ნახევარმცველი ტიაგო მოტა, რომელსაც კვლავ ტრავმა აწუხებს. მან დაზიანების გამო პირველი თამაშიც გამოტოვა.

პსჟ-ს ოფიციალური საიტის ცნობით, ამავდროულად, განაცხადში მოხვდებიან იბრაჰიმოვიჩი და ვერატი, რომლებმაც დისკვალიფიკაცია მოიხადეს.

"ბარსელონასა" და "პარი სენ ჟერმენს" შორის გასამართ მატჩს, რომელსაც "კამპ ნოუ" უმასპინძლებს, გაიმართება 21 აპრილს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 199 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.