სუარესის პრეს-კონფერენცია
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა "პარი სენ ჟერმენთან" გასამართი მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
"ვიცით, რომ, მიუხედავად პირველი თამაშის შედეგისა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, რადგან საქმე გვაქვს ისეთ რთულ მეტოქესთან, როგორიც "პარი სენ ჟერმენია".
არ ვიცი, საუკეთესოა თუ არა ჩემთვის ეს პერიოდი "ბარსელონაში", მაგრამ ვგრძნობ, რომ გუნდს ვეხმარები. ეს მე მახარებს. გოლებს არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ გუნდი წინ მიიწევს და კარგ სეზონს ატარებს.
პარიზში მატჩის შემდეგ გუნდი ცოტა დაიღალა, რადგან ბარსელონაში ძალიან გვიან დაბრუნდა. თუმცა, სეზონის ამ ეტაპზე დაღლილობას უნდა შეეგუო. უფრო მეტი მატჩის თამაში მომწონს და არა ნაკლების.
ყოველთვის მინდოდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში "ბარსელონას" შემადგენლობაში. იმედი მაქვს, გზას იგივე შემართებით განვაგრძობთ და ტურნირს მოვიგებთ.
იბრაჰიმოვიჩს ყველა იცნობს. ის ყოველთვისაა მსოფლიოს 5-6 საუკეთესო თავდამსხმელთა შორის. მას შეუძლია მომენტის გადაწყვეტა. უნდა ვუფრთხილდეთ მას და ვითამაშეოთ იმავე ინტენსივობით, როგორც საფრანგეთში ვითამაშეთ.
არ ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვარ, როდესაც ვიტან. არც იმას ვფქრობ, რომ ყველაზე ცუდად ვთამაშობ, როდესაც შეცდომას ვუშვებ.
მესისთან თამაში ძალიან მომწონს. მან და ნეიმარმა, როდესაც "ბარსელონაში" გადმოვედი, მითხრეს, რომ მეთამაშა ისე, როგორც "ლივერპულში" ვთამაშობდი. ჩვენ გუნდის საკეთილდღეოთ ვმუშაობთ.
საკუთარი თავისადმი ძალიან თვითკრიტიკული ვარ და ვგრძონდი, რომ ადრე გუნდს ვერ ვეხმარებოდი. თუმცა, ყველა მხარს მიჭერდა, რაც წინსვლისთვის ძალას მმატებდა".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 63 ]