ლუის ენრიკე: "მიზანი ფინალში გასვლაა"

ლუის ენრიკე: "მიზანი ფინალში გასვლაა"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს თქმით, მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გასვლით არ დაკმაყოფილდება და ფინალში გასვლას შეეცდება.

"ძალიან კარგი 1/4-ფინალური წყვილი გამოვიდა. ჩვენ, ორივე მატჩში, მაღალ დონეზე ვითამაშეთ.

მე-2 შეხვედრაში ისე ვითამაშეთ, როგორც ვგეგმავდით - პირველი მატჩის შედეგის გაუთვალისწინებლად. მთავარია, რომ თამაშის დაწყებისთანავე კონცენტრირებულნი ვიყავით.

შევასრულეთ თუ არა დასახული ამოცანა? 1/2-ფინალში გასვლა უბრალო ამოცანაა. ახლა, ჩვენი მიზანი ევროპის ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაა.

ფეხბურთელების დონისა და სეზონის განმავლობაში მათ მიერ გაწეული სამუშაოს გათვალისწინებით, არალოგიკური იქნება ვიფიქროთ, რომ ამოცანა შევასრულეთ. მიზანი ფინალში გასვლაა.

რა უნდა ვთქვა ბოლო 10 წლის განმავლობაში 8-ჯერ ნახევარფინალში გასვლაზე? ეს კლუბისა და ფეხბურთელების დონეზე ბევრს მეტყველებს.

მიხარია, რომ "ბაიერნი" 1/2-ფინალში გავიდა. ჩემი მეგობრების წარმატებით მოხარული ვარ. 6 გოლი კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რას წარმოადგენს ეს გუნდი და ვინაა მისი მწვრთნელი.

არავინ იცის, რა მოხდება წილისყრის დროს. ვნახოთ. გვარდიოლას გამო მოხარული ვარ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 28 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.