გვარდიოლა: "თამაშის ბედი მესის ნიჭმა გადაწყვიტა"

გვარდიოლა: "თამაშის ბედი მესის ნიჭმა გადაწყვიტა"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მისი გუნდის "ბარსელონასთან" განადგურების მიზეზი ლეო მესია.

"კატალონიელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. ისინი, თამაშის ყველა ასპექტში, ფორმის პიკზე არიან. ნეიმარისა და სუარესის შესაჩერებლად საჭიროა, რომ მათ გაქცევის საშუალება არ მისცე. პირველი 2 გოლის დროს პოზიციური შეცდომები დავუშვით, მე-3 გოლის შემთხვევაში კი არაფრის გაკეთება აღარ შეგვეძლო.

4 მცველით უფრო დამაჯერებლად გამოვიყურებიოდით, ვიდრე სამით. შეხვედრის ბოლო წუთებზე კონტროლი დავკარგეთ. ჩემი გუნდი ყოველთვის გოლის გატანაზე ფიქრობს. პირველ გაშვებულ ბურთამდე კარგად ვთამაშობდით, მაგრამ შემდეგ კონტროლი დავკარგეთ.

სათადარიგოთა სკამზე დარჩენილ ფეხბურთელებს პატივს ვცემ, მაგრამ გადავწყვიტე მხოლოდ ერთი ცვლილება გამეკეთებინა. შემეძლო სხვა ფეხბურთელებიც შემეცვალა, მაგრამ ვამჯობინე ნდობა მოედანზე მყოფი ფეხბურთელებისთვის გამომეცხადებინა.

ჩემი გუნდით ვამაყობ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი პრობლემა გვქონდა, მაგრამ აქამდე მოსვლა მაინც მოვახერხეთ. ამ ბიჭებმა, ბოლო თვეებში, არაერთი ტიტული მოიგეს, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატი.

პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, ფეხბურთლებს კი შემიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადო. ვიცოდით, ვისთანაც ვთამაშობდით.

ბურთის ფლობის ტაქტიკა, ჩემთვის, ყოველთვის კარგად მუშაობდა. მე სხვაგვარი ფეხბურთის არ მესმის.

შედეგით ყველა იმედგაცრუებულია. წაგება არ გვინდოდა. ვცდილობდით, ბურთი მოგვეპოვებინა და თამაში გაგვეკონტროლებინა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ თამაშის ბედი მესის ნიჭმა გადაწყვიტა.

0:3 წაგებასთან შეგუება რთულია. ანგარიში თამაშის მიმდინარეობას არ ასახავს. დაცვაში არ ჩავდექით, რადგან იმდენად კარგი მეტოქე გვყავდა, რომ გოლის გატანისთვის საჭირო სივრცეს მაინც მოძებნიდა.

ბურთის ფლობას ვცდილობდით, რადგან "ბარსელონას" წინააღმდეგ ან თავი უნდა დაიცვა, ან თამაში აკონტროლო. ყველაზე კარგ შემთხვევაში, კატალონიელებს ბურთი არ უნდა დაუთმო."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.