"ბარსელონა" მიუნხენშია

"ბარსელონა" მიუნხენშია

"ბარსელონას" პირველი გუნდის ყველა ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბი უკვე მიუნხენში იმყოფება, სადაც ხვალ, სამშაბათს, კატალონიური კლუბი "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის განმეორებით შეხვედრას გამართავს.

ფეხბურთელებთან ერთად იმგზავრმა პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ. მიუნხენში გუნდთან ერთად ჩავიდნენ ვიცე-პრეზიდენტები და დირექტორებიც.

დღეს, 20:00 საათზე ლუის ენრიკე და ხავიერ მასკერანო პრეს-კონფერენციებს გამართავენ, 21:00 საათზე კი გუნდი "ალიანც არენაზე" ივარჯიშებს.

სურათები

[media=http://www.youtube.com/watch?v=rlZRFXr7K8Y]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 54 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.