პატუს აგენტი მის კლიენტს "ბარსელონას" სთავაზობს
ბრაზილიური "კორინთიანსის" 26 წლის თავდამსხმელმა, ალეშანდრე პატუმ, შესაძლოა, კარიერა "ბარსელონაში" განაგრძოს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
კატალონიური პრესის ცნობით, პატუს წარმომადგენლებმა ბრაზილიელი ფეხბურთელის სამსახური "ბარსელონას" თავად შესთავაზეს. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის შემტევით კატალონიელებიც არიან დაინტერესებულნი, მაგრამ მათ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
"პატუ", ამჟამად, "სან პაულუშია" განათხოვრებული, თუმცა ის "კორინთიანსს" ეკუთვნის. ამ კლუბის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ფეხბურთელის ფინანსურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და მის გაყიდვას გეგმავს.
პატუ, 2007-2012, წლებში "მილანში" თამაშობდა. ევროპულ ფეხბრთში გამართულ 150 შეხვედრაში მან 64 გოლი გაიტანა. "სან პაულუს" მაისურით ჩატარებულ 95 მატჩში კი ბრაზილიელმა თავი 38-ჯერ გამოიჩინა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 25 ]