მასკერანო: "მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია"
"ბარსელონას" არგენტინელი უნივერსალი ხავიერ მასკერანო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი გუნდისთვის ეს ტურნრი ძალიან მნიშვნელოვანია.
"საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი ვართ და ამ ტურნირის მოგება გვინდა. ეს ტიტული უკვე 4 წელია არ მოგვიგია. ფევრი ფეხბურთელისთვის ეს ტურნრი სადებიუტო იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი გვერქვას.
ხალხი "ბარსელონას" მისაბაძ მაგალითად მიიჩნევს და შანსი გვაქვს ეს მოლოდინი გავამართლოთ. ბევრს ჰგონია, რომ ამ ტურნირს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, მაგრამ ასე არაა. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 27 ]