Globe Soccer Awards: მესი - წლის საუკეთესო ფეხბურთელი, „ბარსელონა“ - საუკეთესო გუნდი
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ Globe Soccer Awards-ის ჯილდო მიიღო, ნომინაციაში 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. წლის საუკეთესო გუნდად "ბარსელონა" დასახელდა ხოლო საუკეთესო მწვრთნელად - მარკო ვილმოტსი (ბელგიის ეროვნული ნაკრები).
დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც ევროპული კლუბების ასოციაცია (ECA) ხელმძღვანელობდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაიმართა. აქვე გეტყვით, რომ ჟიურის წევრებს შორის ცნობილი ფეხბურთელებიც გახლდათ.
გთავაზობთ სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს:
საუკეთესო აკადემია - "ბენფიკა"
წლის საუკეთესო არბიტრი - რავშან ირმატოვი (უზბეკეთი)
საუკეთესო აგენტი - ჟორჟე მენდეში (პორტუგალია)
საუკეთესო პრეზიდენტი - ჟოსეპ მარია ბართომეუ ("ბარსელონა")
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 47 ]