"ბარსელონას" ფანები მესის მასკერანოსთვის პენალტის დათმობას სთხოვენ

"ბარსელონას" ფანები მესის მასკერანოსთვის პენალტის დათმობას სთხოვენ

მიუხედავად იმისა, რომ ხავიერ მასკერანოს "ბარსელონას" მაისურით უკვე 264 ჩატარებული მატჩი დაუგროვდა, რითაც ის რონალდ კუმანს გაუთანაბრდა, მას სადებიუტო ბურთი ამ დრომდე არ გაუტანია.

31 წლის არგენტინელი ნახევარმცველი "ბლაუგრანას" მაისურით საკმაოდ ხშირად თამაშობს, მაგრამ ის მხოლოდ ავტოგოლებით შემოიფარგლება. მართალია, მინდორზე მისი მოვალეობა გოლები არ არის, თუმცა 264 თამაში მან ისე ჩაატარა, რომ მეტოქის კარის აღება ვერ შეძლო.

ასეთი გუნდში მხოლოდ მასკერანო არ არის: პირველი გოლი არც დუგლასს, ალეიშ ვიდალსა და არდა თურანს გაუტანიათ. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ სამი უკანასკნელის მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობა არგენტინელთან ახლოსაც ვერ მივა.

"ბარსელონას" ქომაგებს უნდათ, რომ ბოლოს და ბოლოს ხავიერმა ერთი ბურთი მაინც შეაგდოს. ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთმა ფანმა Change.org-ზე პეტიცია შექმნა, სადაც ხელმომწერი ადამიანები ლიონელ მესის მოუწოდებენ, რომ მასკერანოს თერთმეტმეტრიანი დაუთმოს.

"ვფიქრობთ, მასკერანოს, როგორც "ბარსელონას" ვარსკვლავს, საკმარისი აღიარება არ გააჩნია. ის გუნდისთვის ძალიან ბევრს აკეთებს და უსამართლობაა იმის არქონა, რასაც იმსახურებს. ფეხბურთში ყველაფრის განსაზღვრა გოლებით ხდება, ამიტომაც გვინდა, მან "ბარსას" მაისურით გაიტანოს. ამის ყველაზე მარტივი გზა ის არის, რომ მან პენალტი დაარტყას, რასაც ლეო მესის ვთხოვთ", - ნათქვამია გულშემატკვირების მოწოდებაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    claudio bravo 13
    სტუმარი [?]
    #2 16 თებერვალი 2016 16:01
    0
    შემდეგ თამაში უეჭველი დაარტყმევინებს პენალსlool
    Qochora
    სტუმარი [?]
    #1 16 თებერვალი 2016 15:52
    1
    Mec vtxov ogond mascem erti gaitanos ra pontia.abidals vafshe ar qonda arcert gundshi gatanili goli da reals ataka barcashi da kidev meorec gaitana mgoni.xoda mascesac realtan daartymevinon an ligis finalshi gaxevs vinc idgeba