ვენგერი: "არსენალს" მცირე შანსი აქვს"

ვენგერი: "არსენალს" მცირე შანსი აქვს"

"მეთოფეთა" თავკაცი კატალონიელებთან მატჩამდე კომენტარს აკეთებს.

მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "ბარსელონამ" ლონდონის "არსენალი", სტუმრად, ანგარიშით 0-2 დაამარცხა. დღეს კი საპასუხო მატჩი შედგება.

"წინა შეხვედრის პირველ ნახევარში საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა მეორე ტაიმში ბალანსი დავკარგეთ და მეტოქემ შეცდომაზე დაგვიჭირა. "არსენალი" ისეთ პოზიციაში იმყოფება, რომ ყველა შესაძლო ვარიანტის გამორიცხვა არ შეიძლება. გვესმის, რომ საჭიროა თავდასხმა და გატანა", - აცხადებს არსენ ვენგერი წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე.

"ევროპაში ყველგან მოგვიგია, მაგრამ არა "ნოუ კამპზე". ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. დიდად გავისარჯეთ, რომ პლეი-ოფის საგზური მოგვეპოვებინა. "არსენალმა" ჯგუფურ ეტაპზე მცირე სასწაული მოახდინა. დღევანდელ შეხვედრაში კარგი რეზულტატი, შესაძლოა, სეზონის დარჩენილ ნაწილში დაგვეხმაროს. მცირე შანსი გვაქვს. დაველოდოთ თამაშს", - დაასრულა ფრანგმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, "ბარსელონასა" და "არსენალს" შორის შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 23:45 წუთზე აიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    yana madrid
    სტუმარი [?]
    #1 16 მარტი 2016 20:28
    0
    აქ არ წეროთ კომები ქვემოთ წერეთ