მატიე სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს?

მატიე სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს?

32 წლის ფეხბურთელი რუსეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თამაშის დროს დაშავდა, რის გამოც, სავარაუდოდ, სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევს და შესაძლოა, ვერც ევროპის ჩემპიონატზე მოახერხოს მონაწილეობა.

ჟერემი მატიე გუშინ საფრანგეთის ნაკრებს ეხმარებოდა. მინდორზე ის შესვენების შემდეგ გამოჩნდა, თუმცა სულ რაღაც რვა წუთში, იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. როგორც გაირკვა, "ბარსელონას" მცველს მუხლის იოგები დაუზიანდა.

მოსალოდნელია, რომ ფრანგ ფეხბურთელს დაახლოებით მომდევნო რვა კვირის გამოტოვება მოუწევს. გარდა ამისა, შესაძლოა, მას ოპერაცია დასჭირდეს, რაც გამოსაჯანმრთელებელ ვადას კიდევ უფრო გაახანგრძლივებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში "ბლაუგრანას" მაისურით მატიემ ამ დროისთვის 19 მატჩის ჩატარება მოასწრო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    MNS 9 10 11
    სტუმარი [?]
    #1 30 მარტი 2016 16:37
    0
    feel