ოფიციალურად: დენის სუარესი "ბარსელონაში" ბრუნდება
"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ 22 წლის ესპანელი ნახევარმცველი დენის სუარესი კატალონიურ გუნდს უბრუნდება.
"ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კატალონიელები, პირველ ივლისს, "ვილიარეალს" ფორმალურად აცნობებენ, რომ ისინი სუარესის გამოსყიდვის უფლების გამოყენებას აპირებენ. ამის შემდეგ, სუარესი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება.
დენის სუარესი "ბარსელონაში" 2013 წელს, "მანჩესტერ სიტიდან" გადავიდა. "ბარსა ბ"-ში ერთი სეზონის გატარების შემდეგ, ის "სევილიაში" გაანათხოვრეს, შემდეგ კი "ვილიარეალში" გამოსყიდვის უფლებით გაყიდეს.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ვილიარეალში" კარგი შთაბეჭდილება დატოვა და "ბარსელონამ" მისი გამოსყიდვის უფლების გამოყენება გადაწყვიტა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 26 ]