Marca: მესი შესაძლოა "სიტის" შეუერთდეს

Marca: მესი შესაძლოა "სიტის" შეუერთდეს

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს, კერძოდ კი "სიტის" შეუერთდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა, Marca აქვეყნებს. ამავე წყაროს ცნობით, არგენტინელმა ფეხბურთელმა "ბლაუგრანას" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა, რის გამოც უახლოს მომავალში შესაძლოა კლუბი გამოიცვალოს.

ესპანელმა ჟურნალისტებმა ხოსეპ გვარდიოლას ინტერვიუდან საინტერესო ამონარიდი გაავრცელეს: "დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მესისთან ერთად, ერთ კლუბში. იმედია ამის შესაძლებლობა მექნება." პეპი "ქალაქელებს" სათავეში 2016 წელს ჩაუდგა. ჯერ-ჯერობით "სიტის" ხმაურიანი ტრანსფერი არ განუხორციელებია.

ლიონელ მესის კონტრაქტი კატალონიის "ბარსელონასთან" 2018 წელს იწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 ნოემბერი 2016 20:18
    0
    Sisulelea marca cdilobs klasikos win dqzabuli garemo sheqmnas!