"კამპ ნოუზე" პსჟ-სთან მატჩის დროს შესანიშნავი ატმოსფერო იქნება

"კამპ ნოუზე" პსჟ-სთან მატჩის დროს შესანიშნავი ატმოსფერო იქნება

8 მარტს "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" გულშემატკივრებს დიდი მატჩი გველის, 0:4-ის შემდეგ კატალონიელები შეეცდებიან საოცრება მოახდინონ და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

"ბარსელონა" მატჩის მიმდინარეობისას "კამპ ნოუს" ტრიბუნებზე ნამდვილ სანახაობას გვპირდება. შეხვედრის დაწყებისას გულშემატკივრები გამოფენენ დიდ ბანერს, რომელზეც ეწერება: "TOTS AMB L'EQUIP", რაც ქართულად ნიშნავს - "ყველა გუნდის უკან".

ეს ყველაფერი არ არის. მატჩამდე გუნდის საშინაო არენაზე შეტანილი იქნება 80 000 დროშა და გულშემატკივრები ამგვარად დაუჭერენ მხარს თავიანთ საყვარელ კლუბს. "კამპ ნოუზე" "პარი სენ-ჟერმენს" ძალიან ცუდი ატმოსფერო ელით.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ოთხშაბათს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე აიღებს სტარტს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 5 მარტი 2017 22:10
    0
    Yოჩაღ ხელმძღვანელობას კარგია ეგეთი ამბები რო კეთდება დაანგრევს მორალურად მოწინააღმდგე გუნდს <3
    theodore bagwell
    სტუმარი [?]
    #4 5 მარტი 2017 22:07
    0
    Himnit da shedzaxilebit unda gaamxnevon Parizelebis ki Deda unda mxaaon
    KoCheQsa
    სტუმარი [?]
    #3 5 მარტი 2017 22:01
    0
    მიდი ბარსა... ბიჭებო თქვენი იმედი მაქვს, მიდით მთელი ძალებით შეუტიეთ პარიზს
    Neymar fani
    სტუმარი [?]
    #2 5 მარტი 2017 21:54
    0
    მიდით გიჟებო :D უნდა დავანგრიოთ პსჟ
    gio trapp1
    სტუმარი [?]
    #1 5 მარტი 2017 21:45
    0
    მაგარია