ენრიკე ინიესტაზე იმედს ამყარებს
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში ანდრეს ინიესტაზე იმედს ამყარებს. როგორც იცით, პრიმერა დივიზიონის 26-ე ტურის შეხვედრაში გუნდის კაპიტანი სათადარგოთა სკამზე იჯდა.
"ინიესტას უფრო და უფრო უნდა გავუფრთხილდეთ. პსჟ-სთან მატჩს ის საუკეთესო მდგომარეობაში ხვდება. მას ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ ანდრესი დოზირებულად უნდა დავტვირთოთ. კაპიტანი ამჟამად ძალიან კარგ ფორმაშია.
მოედანზე "სელტას" წინააღმდეგ გატარებული 25 წუთი "პარი სენ-ჟერმენთან" კარგი ასპარეზობისთვის საკმარისი უნდა იყოს."-ამბობს ენრიკე.
შეხვედრა "ბარსელონასა" და პსჟ-ს შორის 8 მარტს გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 21 ]