მასკერანომ ტრავმის გამო, შესაძლოა, სეზონის ბოლო მატჩები გამოტოვოს
"ბარსელონას" მცველმა, ხავიერ მასკერანომ ტრავმის გამო ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურის მატჩში, "ლას პალმასის" წინააღმდეგ მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო, რომელიც კატალონიელთა გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.
არგენტინელს ძირითად შემადგენლობაში თამაში უნდა დაეწყო, თუმცა წინასამატჩო ვარჯიშის დროს დაზიანება მიიღო და სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
დღეს მასკერანომ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც მას მარჯვენა ბარძაყის ტრავმა აღმოუჩინა. "ბარსელონას" პრეს-სამსახური 32 წლის ფეხბურთელის დაბრუნების ვადას არ ამხელს, თუმცა გამოცემა AS იტყობინება, რომ მან, შესაძლოა, სეზონის ბოლო მატჩები გამოტოვოს: პრიმერას ბოლო ტურის მატჩი "ეიბართან" (21 მაისი) და ესპანეთის თასის ფინალი "ალავესთან" (27 მაისი).
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 33 ]