Yahoo Sports: "ბარსელონა" მზადაა პსჟ-ს ნეიმარი ვერატიში გაუცვალოს

Yahoo Sports: "ბარსელონა" მზადაა პსჟ-ს ნეიმარი ვერატიში გაუცვალოს

"ბარსელონა" "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველის, მარკო ვერატის შეძენითაა დაინტერესებული.

პარიზელთა პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ არაერთხელ განაცხადა, რომ 24 წლის იტალიელი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს.

როგორც Yahoo Sports ავრცელებს ინფორმაციას, ვერატის შესაძენად, "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ პსჟ-ს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ნეიმარი შესთავაზა, რომელიც უკვე დიდი ხანია ფრანგთა სატრანსფერო სამიზნეა.

ალ-ხელაიფის ბართომეუსთვის ჯერ არ უპასუხია. თუ წყაროს დავუჯერებთ, ის ვერატის გაშვებას ნეიმარის სანაცვლოდაც კი არ დათანხმდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    jek begura
    სტუმარი [?]
    #2 27 მაისი 2017 19:50
    0
    ჭორიაა ჭორი,პსჟ ნეიმარი შეტავაზონ და ვერატი კიარა დრახლერს და დიამატიასაც მოაყოლებენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 მაისი 2017 19:46
    0
    რა სისულელეა სად ნეიმარი და სად ვერატი ნემო 5 ვერატი მაინც ღირს :D