ემბულა "ბარსელონას": "მონაკო" აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებს"
ყოფილმა "ლა მასიელმა", ახლა უკვე "მონაკოს" 18 წლის შემტევმა, ჟორდი ემბულამ დღეს თავის ახალ გუნდში პირველად ივარჯიშა და კომენტარიც გააკეთა: "მონაკო ძალიან კარგი ადგილია და ვეცდები ადაპტაცია რაც შეიძლება მალე გავიარო."
ფეხბურთელმა დაფარული მესიჯი "ბარსელონასაც" გაუგზავნა: "მონაკო არის კლუბი, რომელიც ახალგაზრდებს შანსს აძლევს, მიუხედავად მათი ასაკისა."
ლეონარდო ჟარდიმის გუნდის ხელმძღვანელებს შემტევის სანაცვლოდ 3 მილიონი ევროს გადახდა მოუწიათ.
"აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ და დიდი იმედი და ენთუზიაზმი მამოძრავებს - იმედია ყველაფერი კარგად წავა და კლუბში ადგილს დავიმკვიდრებ." - დაამატა ესპანელმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 23 ]